ონლაინ შეხვედრები თქვენი გუნდისთვის, ყველაფერი ერთ სამუშაო სივრცეში
ჩააატარეთ ვიდეო შეხვედრები, გააზიარეთ ეკრანი, ისარგებლეთ ჩატით, გააგზავნეთ ფაილები და შეინახეთ შეხვედრების ჩანაწერები.
უფასო გეგმა - ულიმიტოდ. ახალი მომხმარებლებისთვის ფასიანი გეგმის 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი მხოლოდ საბანკო ბარათის მონაცემებით.
- ინსტალაცია საჭირო არ არის
- დაშიფრული კავშირი
- ხელმისაწვდომია 5 ენაზე
- უფასო გეგმას ბარათის დამატება არ სჭირდება
ილუსტრაცია: კომპანიის ოთახი ოთხი მონაწილით, ეკრანის გაზიარებით და ჩაწერით.
რას იღებთ
ყველაფერი, რაც კომპანიის გუნდების ონლაინ შეხვედრებს სჭირდება
იზოლირებული სამუშაო სივრცე
ოთახები, ჩატი და ფაილები თქვენი ორგანიზაციის სივრცეშია დაცული. სხვა ორგანიზაციებს მათზე წვდომა არ აქვთ.
ვიდეოზარები, ეკრანი და ჩათი
ისარგებლეთ HD ხარისხის ვიდეოზარებით, გააზიარეთ ეკრანი და ფაილები, გაუგზავნეთ შეტყობინებები შეხვედრის მონაწილეებს, გამოიყენეთ AI Chatbot-თან ერთად.
ქოლის ჩაწერა
ჩაწერილი შეხვედრები ინახება თქვენი ორგანიზაციის სამუშაო სივრცეში და მათ ნახვას მოგვიანებითაც შეძლებთ.
ადმინისტრაციული ისტორია
ადმინისტრატორს შეუძლია ნახოს ოთახების ჩატის ისტორია, ფაილები და დასწრება.
როლები და უფლებები
მფლობელს (Owner), ადმინისტრატორს (Admin) და წევრს (Member) განსხვავებული, წინასწარ განსაზღვრული უფლებები აქვთ.
რესურსების აღრიცხვა
მართეთ მომხმარებლები, ოთახები და საცავი ერთი პანელიდან. აკონტროლეთ რესურსების გამოყენება და დადგენილი ლიმიტები.
AI ჩატბოტი მართვის პანელში
მართვის პანელში გამოიყენეთ AI ასისტენტი შეხვედრების დაგეგმვისა და ორგანიზაციული ამოცანების შესასრულებლად, თქვენთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით.
AI Workspace ვიდეოზარში
შეხვედრის მიმდინარეობისას ხმოვანი ან ტექსტური მოთხოვნით შექმენით დოკუმენტები, რედაქტირებადი დიაგრამები, ცხრილები, გრაფიკები და კოდის მაგალითები - უშუალოდ სამუშაო სივრცეში. ხელმისაწვდომია ფასიან გეგმებში.
AI ანალიზი და ტრანსკრიპტი
ფასიან გეგმებზე ადმინისტრატორს შეუძლია ჩართოს AI ანალიზი: ზარის შემდეგ მიიღებთ შეჯამებას და სრულ ტრანსკრიპტს, რომელიც Word-ის დოკუმენტად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.
ზარის ყველა მონაწილე — თქვენს ენაზე
ჩართეთ ცოცხალი თარგმანი და ყველა მონაწილის ნათქვამი თქვენს ენაზე გამოჩნდება, იმ წამსვე, როცა ლაპარაკობენ. ერთ ზარში ყველა თავის ენაზე კითხულობს — ქართულად, ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად, ესპანურად, ფრანგულად, თურქულად ან უკრაინულად.
- საკუთარი ღილაკი ზარის პანელში — სუბტიტრებისგან ცალკე.
- ყოველი მონაწილე თავად ირჩევს, რა ენაზე წაიკითხოს.
- ზარშია ჩაშენებული: ბოტის და ინსტალაციის გარეშე.
AI-ის მქონე გეგმებზე. სუბტიტრები ყველა გეგმაზე მუშაობს.
როგორ დავიწყოთ:
ოთხი მარტივი ნაბიჯი: რეგისტრაციიდან - პირველ ვიდეო შეხვედრამდე.
- ნაბიჯი 1
ანგარიშის შექმნა
დაარეგისტრირეთ პასუხისმგებელი პირის ანგარიში და დაადასტურეთ ელფოსტა.
- ნაბიჯი 2
კომპანიის შექმნა
მიუთითეთ კომპანიის სახელი და შექმენით თქვენი სამუშაო სივრცე.
- ნაბიჯი 3
გეგმის გააქტიურება
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და გაააქტიურეთ ფასიანი ან უფასო გეგმა.
- ნაბიჯი 4
გუნდის წევრების მოწვევა
მოიწვიეთ გუნდის წევრები და დაიწყეთ პირველი შეხვედრა.
გეგმები
ადგილი ≠ ერთ ქოლში მონაწილე
ადგილი — კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც ორგანიზაციაში წვდომა აქვს.
მონაწილე — ადამიანი, რომელიც ერთ ქოლში ერთდროულად იმყოფება.
FAQ
მოკლე პასუხები იმაზე, რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.
ნამდვილად უფასოა?
უფასო გეგმა უვადოა, მინიმალური ლიმიტებით. ახალ გამომწერებს ფასიან გეგმაზე აქვთ 14-დღიანი trial: გამოწერის საფასური დღეს 0-ია, შემდეგ თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება, თუ მანამდე არ გააუქმებთ. ბარათის შემოწმების დროებითი თანხა უკან ბრუნდება.
რამდენი მონაწილე შეიძლება ერთ ქოლში?
გეგმაზეა დამოკიდებული: Starter-ზე 5, Team-ზე 50, Business-ზე 100, Custom-ზე — ადგილების რაოდენობით, 100-მდე. კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა და ერთ ქოლში მონაწილეების რაოდენობა სხვადასხვა ლიმიტია.
ვინ ხედავს ჩათსა და ჩანაწერებს?
მფლობელს (Owner), ადმინისტრატორს (Admin) და წევრს (Member) განსხვავებული, წინასწარ განსაზღვრული უფლებები აქვთ.
რა ხდება მონაცემებთან გეგმის შეცვლისას?
მონაცემები რჩება. ლიმიტზე გადაჭარბებისას იბლოკება მხოლოდ ახალი ზრდა — წაკითხვა და წაშლა ხელმისაწვდომია.
რა არის Orbita?
Orbita არის ვიდეოზარებისა და ვიდეოკონფერენციების პლატფორმა ორგანიზაციებისთვის. ზარები ბრაუზერში მუშაობს, ინსტალაციის გარეშე, და მოიცავს ეკრანის გაზიარებას, ჩათს და ზარის ჩაწერას; ფასიანი გეგმები ამატებს AI ანალიზს, ტრანსკრიპტს და AI Workspace-ს ზარში.
შეუძლია AI-ს ჩვენი ვიდეოზარების შეჯამება?
დიახ, ფასიან გეგმებზე. ადმინისტრატორი AI ანალიზს ორგანიზაციის პანელში რთავს; ზარის შემდეგ Orbita ამზადებს შეჯამებას და სრულ ტრანსკრიპტს, რომელიც Word-ის დოკუმენტად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.
მზად ხართ დასაწყებად?
შექმენით კომპანია და გაააქტიურეთ გეგმა უფასოდ.
უფასო გეგმა - ულიმიტოდ. ახალი მომხმარებლებისთვის ფასიანი გეგმის 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი მხოლოდ საბანკო ბარათის მონაცემებით.



