მთავარ შიგთავსზე გადასვლა
Orbita
შესვლაკომპანიის შექმნა
სამართლებრივი ინფორმაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს Orbita-ში.

ბოლო განახლება: 26 ოქტომბერი, 2026

1. ვინ ამუშავებს მონაცემებს

თქვენს მონაცემებს ამუშავებს და მათზე პასუხს აგებს კომპანია Orbita (საქართველო). კითხვებისა და მოთხოვნებისთვის: [email protected].

ორგანიზაციის ანგარიშში განთავსებულ კონტენტზე (ჩატი, ფაილები, ჩანაწერები) ორგანიზაცია განსაზღვრავს, ვინ რა დაამატოს და რამდენ ხანს შეინახოს; ამ მონაცემებს მისი დავალებით ვამუშავებთ.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ანგარიში: სახელი, ელფოსტა, პაროლი (მხოლოდ ჰეშის სახით), ენა და დროის სარტყელი. Google-ით შესვლისას Google-ისგან ვიღებთ თქვენს სახელს, ელფოსტას და Google-ის ანგარიშის იდენტიფიკატორს.
  • ორგანიზაცია: დასახელება, წევრები და მათი როლები, მოწვევები.
  • კონტენტი: ჩატის შეტყობინებები, ფაილები, ხმოვანი შეტყობინებები, შეხვედრები და მათი მონაწილეები (მათ შორის მოწვეული სტუმრების ელფოსტა).
  • ზარები: ვინ და როდის შემოვიდა და რამდენ ხანს დარჩა. ზარის აუდიო და ვიდეო გადის ჩვენს მედია სერვერზე და არ ინახება, თუ ჩაწერა ან AI ანალიზი არ არის ჩართული.
  • ჩანაწერები და AI ანალიზი: თუ მასპინძელი ზარს ჩაწერს, ინახება ჩანაწერი; თუ ორგანიზაციამ AI ანალიზი ჩართო (და შეხვედრისთვის არ გამორთო), ინახება მონაწილეების აუდიო, ტრანსკრიპტი და შეჯამება.
  • გადახდა: ტარიფი, თანხა, ვალუტა და გადახდის სტატუსი. ბარათის მონაცემებს ამუშავებს Flitt — ჩვენ ბარათის ნომერს არ ვინახავთ.
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერი და მოწყობილობა, შესვლების ჟურნალი — უსაფრთხოებისა და სესიების მართვისთვის; ქვეყანა — ფასების ადგილობრივ ვალუტაში საჩვენებლად.
  • Live Demo: სახელი, რომელსაც სტუმარი თავად აკრეფს — ინახება 24 საათი.

3. რისთვის ვიყენებთ

  • მომსახურების გასაწევად და ანგარიშის სამართავად (ხელშეკრულების შესრულება);
  • გადახდებისა და გამოწერების დასამუშავებლად;
  • სისტემური შეტყობინებებისთვის: მოწვევები, შეხვედრების შეხსენებები, პაროლის აღდგენა, ბილინგი;
  • უსაფრთხოებისთვის, ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად და შეცდომების გამოსასწორებლად (კანონიერი ინტერესი);
  • ზარების AI ანალიზისთვის — მხოლოდ მაშინ, როცა ორგანიზაცია მას ჩართავს;
  • კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად (მაგ. საგადასახადო აღრიცხვა).

თქვენს მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით არ ვიყენებთ.

4. ვის ვუზიარებთ

მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ იმ პროვაიდერებს, რომლებიც მომსახურების გაწევაში გვეხმარებიან, და მხოლოდ საჭირო მოცულობით:

  • Flitt — ბარათით გადახდების დამუშავება;
  • Resend — სისტემური ელფოსტის გაგზავნა;
  • Cloudflare — DNS, ქსელის დაცვა და ქვეყნის განსაზღვრა;
  • Google — Google-ით შესვლა, თუ ამ გზას აირჩევთ (Google-ის ღილაკი შესვლის გვერდებზე იტვირთება); ზარების ტრანსკრიფცია და AI შეჯამება (Gemini), როცა AI ანალიზი ჩართულია; Google Drive — თუ ორგანიზაცია თავის Drive-ს დააკავშირებს;
  • Anthropic — AI Workspace-ში კოდისა და დემოების გენერაცია, როცა ამ ფუნქციას იყენებთ;
  • ჰოსტინგის პროვაიდერი, რომლის სერვერებზეც მუშაობს Orbita.

ზოგიერთი პროვაიდერი მონაცემებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ამუშავებს; ვიყენებთ მხოლოდ სანდო პროვაიდერებს, რომლებიც მონაცემთა დაცვის შესაბამის გარანტიებს უზრუნველყოფენ. სახელმწიფო ორგანოს მონაცემები გადაეცემა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. რამდენ ხანს ვინახავთ

  • ანგარიშის მონაცემები — ანგარიშის არსებობის განმავლობაში;
  • ჩატი, ფაილები და ჩანაწერები — სანამ მომხმარებელი ან ორგანიზაცია არ წაშლის; ორგანიზაციას შეუძლია ავტომატური წაშლის ვადის დაწესება;
  • გადაუხდელი ორგანიზაციის ყველა მონაცემი — მფლობელისთვის გაგზავნილი შეტყობინებიდან 7 დღე, თუ ამ ვადაში გადახდა არ განხორციელდება (იხ. მომსახურების პირობები);
  • Live Demo-ს ვიზიტები — 24 საათი;
  • გადახდისა და ბუღალტრული ჩანაწერები — საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

6. თქვენი უფლებები

საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად, გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია და ასლი თქვენი მონაცემების შესახებ, მათი გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, გამოიხმოთ თანხმობა და გაასაჩივროთ დამუშავება. მოთხოვნისთვის მოგვწერეთ [email protected]-ზე. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (personaldata.ge).

7. Cookie-ები

ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ cookie-ებს: შესვლის სესიისთვის, უსაფრთხოებისთვის (CSRF დაცვა) და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად (ენა, ვალუტა, დროის სარტყელი, ინტერფეისის პარამეტრები). სარეკლამო და ანალიტიკურ cookie-ებს არ ვიყენებთ.

8. უსაფრთხოება

კავშირი დაშიფრულია (HTTPS/TLS), პაროლები ინახება მხოლოდ ჰეშის სახით, მონაცემებზე წვდომა შეზღუდულია და ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიერ ისტორიის ნახვა აუდიტის ჟურნალში იწერება.

9. ბავშვები

Orbita არ არის განკუთვნილი 16 წლამდე პირებისთვის და მათ მონაცემებს შეგნებულად არ ვაგროვებთ.

10. ცვლილებები

პოლიტიკის განახლებისას ცვლილების თარიღი გვერდის თავში შეიცვლება; არსებითი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ.